შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-მა ქ. ზუგდიდში, საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას გაუზიარა ცოდნა, თუ როგორ ხდებოდა XIX-XX საუკუნეებში გადაუდებელ სიტუაციებში რეაგირება და დღეს როგორ მუშაობს და დაკავშირების რა არხებს სთავაზობს „112“ მოქალაქეებს.
ტრადიციული დაკავშირების არხების გარდა, „112“-მა ინოვაციური დაკავშირების არხები წარმოადგინა, მათ შორის sms და ვიდეო ზარი და მობილური აპლიკაცია. ასევე, მოსახლეობას მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.