„112“-ის რუსთავის ქოლ-ცენტრს, პროექტის – „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ – ფარგლებში, გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნურლანა ახმედოვა ეწვივნენ.
 
„112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.
 
პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.