გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი-ფეხბურთის ყოველწლიურ საგაზაფხულო ტურნირში მონაწილეობს.
ჩემპიონატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით იმართება და მასში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების – საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 23 გუნდი მონაწილეობს.
ჯგუფური ეტაპის პირველ და მეორე შეხვედრებზე “112”-ის გუნდი დაცვის პოლიციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის გუნდებს ეთამაშა.
ჩემპიონატმა სტარტი 7 მაისს აიღო და 31 მაისამდე გაგრძელდება. ფინალური შეხვედრა კი პოლიციის დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.