შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ატაშე საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ესტუმრა.
სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ასევე, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.