არასამთავრობო ორგანიზაციების -„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ინიციატივით, „112“-ის თბილისის ცენტრს ქუთაისის ახალგაზრდა ლიდერები ესტუმრნენ.
ახალგაზრდების ვიზიტის მიზანი იყო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „ჭკვიან” კამერებსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მათ როლზე ესაუბრა.
ქუთაისელი ახალგაზრდა ლიდერები „112“-ში მიღებულ ცოდნას თანაქალაქელებს გაუზიარებენ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დედაქალაქში არსებულ გამოცდილებას იმერეთის რეგიონის გზებზე უსაფრთხოებისთვის გამოიყენებენ.