შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ბელარუსის რესპუბლიკის შს მინისტრის აპარატის რეფორმირებისა და განვითარების განყოფილების უფროსი, მილიციის პოლკოვნიკი მიხაილ ბალუხტინი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
 
 
დელეგაციის წევრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრები ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.
 
 
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, „112“-ის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „ჭკვიან” კამერებსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მათ როლზე ესაუბრნენ.