შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი რალფ რეგენვანუ თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა.
 
„112“-ის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ოპერატორების და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.
 
შეხვედრის დროს, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ „ჭკვიან კამერებზე“ და მათ როლზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით.