შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრებში „ისთ ფოინთი”, „თბილისი მოლი” და „გალერია თბილისი” დაინტერესებულ მოქალაქეებს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისი 112-ის მობილური აპლიკაცია გააცნეს.
„112“-ის ოპერატორებმა მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია მობილური აპლიკაციის ფუნქციონალისა და მთავარი უპირატესობის – ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.
11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.