შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს რაინლანდ-პფალცის პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
გერმანელი სტუდენტები გაეცნენ ცენტრში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, მათ შორის „112“-ის მობილურ აპლიკაციას, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.