„112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი და მისი მოადგილე – ავთანდილ ჩიტაძე ახალ წელს, თანამშრომლებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შეხვდნენ.
ნიკა გელაშვილმა და ავთანდილ ჩიტაძემ თბილისისა და რუსთავის ცენტრების ოპერატორებსა და დისპეტჩერებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.