„112“-მა თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს და თანამშრომლების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ღონისძიებაზე ბავშვებს სანტა და ზღაპრის გმირები სიურპრიზებით დახვდნენ.
ღონისძიებაზე, „სპეციალურ სტუმრად“ მოწვეულები იყვნენ პოლიციელები და მეხანძრე / მაშველები. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაეცნოთ ისინი და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.
ღონისძიების დასასრულს, საზეიმოდ აინთო „112“-ის თბილისის ცენტრი და მის ეზოში საახალწლო ნაძვის ხე. წინასაახალწლო საღამო ფოიერვერკით დასრულდა.