შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, ვალერი ოსიპიანი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
„112“-ის წარმომადგენელი დელეგაციის წევრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ოპერატორების და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.