შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებმა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემების დონორთა საკოორდინაციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დონორი ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურების საჭიროებების გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში, „112“-მა პრეზენტაცია წარმოადგინა მიმდინარე და სამომავლო პროექტებისა და იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც სარგებლობას მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.
კონფერენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.