ქ. ბორჯომში „ბორჯომის გმირი 2018-ის“ დაჯილდოების ცერემონიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“, ბორჯომის ხეობაში ტყის მასივში ხანძრის ლიკვიდაციაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის დროს, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და 300-მდე ოპერატორ/დისპეტჩერი სრული დატვირთვით მუშაობდა.
ღონისძიების ფარგლებში, „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ნერგების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, 1200 ნერგი დაირგო.