შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი გადაუდებელი შემთხვევების დროს, ქცევის წესების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებაა.
პროექტის ფარგლებში, „112“-ის თბილისის ცენტრში, ღია კარის დღე პირველად გაიმართა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა სტუდენტებს პირველი გადაუდებელი დახმარების საბაზისო კურსი ჩაუტარა. კურსზე მიღებული ცოდნის შედეგად, ახალგაზრდები, გადაუდებელი შემთხვევების დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას.