შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ და „112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს მუჰამედკალ აბილგაზიევს, თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლეს.
„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს თბილისის „ქოლ-ცენტრი“ დაათვალიერებინეს, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკა გააცნეს და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.