შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
„112“-ის წარმომადგენელი სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა. სომხეთის დელეგაციის წევრები „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინიტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.