შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ საქართველოში შვეიცარიის კონსულს, ფაბიენ სედუს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მაია გიორგაძე სტუმარს „112“-ის საქმიანობა, ცენტრში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„112“-ის დირექტორის მოადგილე სტუმარს, ასევე, ესაუბრა არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე – „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვეიცარიის კონსულმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.