შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს კიევის მერიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენელმა დელეგაციის წევრებს ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.