შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის 17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების მე-17 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, ასევე, დეტალურად გააცნეს, თუ როგორ შეუძლიათ დასაქმდნენ „112“-ში ოპერატორის პოზიციაზე და როგორ დაეხმარონ ადამიანებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში, როცა წამები გადამწყვეტია.