შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, ავთანდილ ჩიტაძემ საბერძნეთის პოლიციის ატაშეს, კონსტანტინოს ლენოსს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა. ავთანდილ ჩიტაძე სტუმარს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის პოლიციის ატაშემ შინაგან საქმეთა სამინიტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა და „112“-ის წარმომადგენელისგან ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.