შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „112“-ის ფუნქციონირებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები, ასევე, გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესს.