შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს გერმანიის რაინლანდ-პფალცის პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „112“-ის ფუნქციონირებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი სტუდენტები, ასევე, გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესს.