შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. წელს დედამიწის დღე პლასტმასის ნარჩენებისგან გარემოს დასუფთავებას ეძღვნება. დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ყოველი წლის 22 აპრილს 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს.