შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ესტუმრა.
„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.