შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, ავთანდილ ჩიტაძემ ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ანდრეი შორეცს, დელეგაციასთან ერთად, „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.
სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენელმა მათ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.