შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა და „ჭრელი წინდების“ კამპანიაში ჩაერთო.
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას“.
ყოველწლიურად, 21 მარტს მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. საქართველო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს უკვე მეშვიდედ აღნიშნავს.