„112“-ს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ ფარგლებში, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მოზარდებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.