საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო ცენტრში ოპერატორობის კანდიდატთა გადამზადების ტრენინგკურსი მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ვაკანსია მიმდინარე წლის ივლისის თვეში გამოცხადდა. სულ შემოვიდა 512 განაცხადი, ხოლო შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარა 51-მა კანდიდატმა. გადამზადების პროგრამა გრძელდება 8 კვირის განმავლობაში და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. იგი სრულად მორგებულია ცენტრის ოპერატორობის კანდიდატის საჭიროებებსა და გამოწვევებზე. სასწავლო კურსის მიზანია, კანდიდატებმა შეისწავლონ „112“-ის ძირითადი სამუშაო პროგრამები და გამოიმუშაონ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისათვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა.