შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორი, გიორგი არსოშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა და საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით „112“-ის მიერ მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი.

[/su_spoiler]