შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნული ატაშე, ერვე ჟამე ესტუმრა და საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნო.

„112“-ის წარმომადგენლებმა, სტუმარს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

ერვე ჟამე, ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნო, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით „112“-ის მიერ მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი.

[/su_spoiler]