შინაგან საქმეთ სამინისტროს სსიპ „112“-ის (დეპარტამენტი)
სპეციალისტი (ოპერატორი) – დასაქმების პერსპექტივით, სარეზერვო ბაზისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- 3 (სამი) წლიანი გამოცდილება ოპერატორის პოზიციაზე;
- სასურველია სამედიცინო ან იურიდიული განათლება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft Office);
- სწრაფი ბეჭდვა;
- აკადემიური მეტყველების უნარი;
- მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (მაგ. ინგლისური, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, ფრანგული, გერმანული ან სხვა).
შერჩევის პრინციპი და ვადები
კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
- IQ ტესტი;
- კომპიუტერული პრაქტიკის გამოცდა;
- ფსიქოლოგიური ტესტი;
- გასაუბრება;
- ტრენინგი – ხანგრძლივობა 8 დღე;
- გამოცდა;
- პრაქტიკული სწავლება – ხანგრძლივობა 10 დღე;
- შემაჯამებელი გამოცდა.
კანდიდატები რომლებიც წარმატებით გადალახავენ ყველა ეტაპს ავტომატურად მოხვდებიან შსს სსიპ „112“-ის (დეპარტამენტი) სარეზერვო ბაზაში. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმდებიან სარეზერვო ბაზაში მყოფი კანდიდატები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (თანდართული ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე hr@112.ge;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19/08/2014