შინაგან საქმეთ სამინისტროს სსიპ „112“-ის (დეპარტამენტი)
ვაკანსია – სპეციალისტი (დიზაინერი)
ფუნქცია – მოვალეობები:
- პრომო და ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება;
- საიმიჯო პროდუქციის დიზაინის შემუშავება;
- დიზაინისთვის საჭირო დეტალების: ლოგო, კოლაჟი, ილუსტრაციების ტექსტური ფენების შექმნა;
- გრაფიკული ვიდეო რგოლის შექმნა;
- ვებ გვერდის და სხვა სოციალური ქსელებისათვის დიზაინების შემუშავება;
- სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალების დამოუკიდებლად მოძიება და დამუშავება;
- ვებ გვერდის მართვა კორპორატიული სტილის მიხედვით;
- პროექტების/პრეზენტაციების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება;
- „112“-ის და შს სამინისტროს ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება; კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- გრაფიკული პროგრამების თავისუფლად ფლობა: (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel Draw, 3D max, InDesign)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა მაგ.Microsoft Office; Power Point;
- ფოტოხელოვნების ცოდნა;
- ვიდეო რგოლის შექმნის ცოდნა;
- სასურველია ვიდეო-საოპერატორო მონტაჟის ხელოვნების უნარის ფლობა; (პროგრამების – Adobe Premier ცოდნა);
- ვებ-გვერდის მართვის და ადმინისტრირების გამოცდილება (HTML/ JavaScript/CSS-თან მუშაობის ცოდნა).
სავალდებულო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ/ვებ/მულტიმედია დიზაინში;
- დიზაინის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შერჩევის პრინციპი და ვადები
კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება.
- პორთფოლიოს განხილვა.
- პრაქტიკული დავალება – 3 დღის ვადაში შესასრულებელი სამუშაო – პოსტერის დიზაინი, ვიდეო მონტაჟი ან სხვა.
ანაზღაურება – 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (თანდართული ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე hr@112.ge; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12/10/2014.