საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
3 (სამი) წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით
უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი (ტექნიკური, იურიდიული ან ეკონომიკური)
კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft Office)
ინგლისური ენის ცოდნა
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ”
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობების და წესის დამტკიცების თაობაზე“
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება ,,შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“
სამუშაოს აღწერა:
- შესყიდვების ხელმძღვანელობა და შესყიდვების თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია
- სახელმწიფო შესყიდვებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვისა და შესრულების კონტროლი
- სსიპ 112-ის ბიუჯეტის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელების ორგანიზება
- 112-ის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი
- 112-ის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე 112-ის ბიუჯეტის ფარგლებში შესასყიდი სამუშაოებისა და მომსახურებათა წლიური გეგმის შედგენა და მისი განხორციელების მონიტორინგი
- შესყიდვებისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
- საქართველოში მოქმედი შესყიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განცხადებებისა და ანგარიშების გამოქვეყნება
- პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო კომისიაზე განსახილველად გატანა და შესაბამისი ოქმის შედგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი წინადადებების დეტალური შესწავლის მიზნით მუშა ჯგუფების შექმნა
- ტენდერის მონაწილეებისათვის ტენდერის შედეგების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინებათა დაგზავნა და გამარჯვებული პრეტენდენტისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების უზრუნველყოფა
- ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და პირობების დაცვის კოორდინაცია
- დეპარტამენტის დირქტორის სხვა დავალებათა შესრულება
- ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის მოადგილეების და შესაბამისი სამსახურის უფროსის მითითებებს და შესაბამისი მოხსენებით და ანგარიშით წარსდგება მათ წინაშე
- აძლევს შესაბამისი შესყიდვების თანამშრომლებს დავალებებსა და მითითებებს
- ამყარებს ურთიერთობებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან
- კონტროლს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას
- დგენს შესასყიდი სამუშაოთა და მომსახურებათა წლიურ გეგმას
შერჩევის პრინციპი:
კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
- ზოგადი ინტელექტის (IQ) და პიროვნული მახასიათებლების საკვლევი ტესტი
- გასაუბრება
- პროფესიული ტესტი
თანამდებობრივი სარგო – 1875 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (თანდართული ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე hr@112.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.05.2015