ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯმენტი;
„112“–ის ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა;
ადამიანური რესურსების მართვის ბაზის შემუშავება, დანერგვა და წარმოება;
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება;
სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების დონის კვლევა/ამაღლება;
შეფასების, მოტივაციის, ასევე წახალისების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტის ან ადამიანური რესურსების მართვის სფეროში);
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სასურველი მოთხოვნები:

საქმის დროსა და მოქმედებაში დამოუკიდებლად დაგეგმვის, მისი ორგანიზების უნარი;
პასუხისმგებლობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ლოგიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ინიციატივის და მართვის უნარი;
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ჯგუფის მართვის უნარი;
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

შერჩევის პრინციპი და ვადები:

კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

ზოგადი ინტელექტის და პიროვნული მახასიათებლების შემსწვავლელი ტესტი (IQ).
გასაუბრება;
ინდივიდუალური დავალება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV მითითებულ მისამართზე hr@112.ge;

განიხილება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმეები.

განაცხადის წამოდგენის საბოლოო ვადა_ 17.12.2015.