ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:
- პროექტების ხელმძღვანელობა და მართვა;
- პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;
- პროექტების მომავალი განვითარების შეფასება და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
- პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების მომზადება;
- დონორებთან ურთიერთობა;
- პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების რეგულარული ფორმირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- პროექტების მართვის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა.
სასურველია:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო პროექტებში მუშაობისა და დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- პროექტების ინიცირებისა და საპროექტო განცხადების წერის გამოცდილება;
- ·რუსული ენის (B1 დონე) ცოდნა.
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კრეატიულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV (თანდართული ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე hr@112.ge;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25/02/2016