ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შესარჩევი პროცედურების დაგეგმვა და ადმინისტრირება (რეზიუმეს განხილვა, ტესტირება და გასაუბრება);
სატრენინგო პროგრამების დამუშავება და დახვეწა;
ტრენინგის/კურსის შეფასება და მისი ანალიზი;
პერსონალისთვის ფსიქოლოგიური ტესტირების ადმინისტრირება და მათი პიროვნული პროფილების ანალიზი;
თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა და მათი განვითარების სისტემების შემუშავება;
პერსონალის შეფასება და ქცევის კორექციაზე მუშაობა;
თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შექმნა და შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
აღნიშნული მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
პიროვნული მახასიათებლების შემსწავლელი ტესტის MMPI_ის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:
SPSS-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
კვლევის დაგეგმვის და ანგარიშის წერის გამოცდილება;
ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ქართულ ენაზე (რეზიუმეს თან დაურთეთ ფოტოსურათი)

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mail hr@112.ge.
განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 31/05/2016