„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). 112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. 112-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
ოპერატორის პოზიცია გულისხმობს „112“- ში შემოსული გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების მიღებას, დამუშავებასა და შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის, გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით, შემოსული შეტყობინებების ეფექტური მართვა;
- შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება;
- შემოსული შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, შემთხვევის სპეციფიკის განსაზღვრა და გასაწევი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
- ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- 112-თან დაკავშირების სხვადასხვა არხით შეტყობინებების მიღება, პარალელურად შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება და გადაცემა;
- ოპერატორის ქცევის ინსტრუქციისა და პროცედურული სტანდარტების დაცვა;
- წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ცვლაში მუშაობა;
- სამსახურებრივი უფლება-მოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მინიმალური განათლება:
სრული საშუალო განათლება.
ენები:
ქართული – ძალიან კარგად.
სასურველია: ინგლისური, რუსული, თურქული, სომხური, აზერბაიჯანული.
ცოდნა / უნარები / პიროვნული თვისებები:
ცოდნა:
- საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ცოდნა (საქართველოს ქალაქები, მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1073-ის ცოდნა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ).
უნარები:
- გამართული მეტყველება;
- სწრაფი ბეჭდვა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
- სწრაფი რეაგირება;
- სტრესულ სიტუაციასა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა.
- პიროვნული თვისებები:
- გადაუდებელ სიტუაციაში მყოფი ადამიანის დახმარებისთვის მზაობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
- დამატებითი მოთხოვნები:
- Microsoft Office – მომხმარებლის დონეზე.
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 200 სიტყვისა), (აღწერეთ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა და როგორ წარმოგიდგენიათ „112“- ის ოპერატორობა);
- სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
(მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.)
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება;
- სპეციალური კურსი (ოპერატორის სამუშაო სპეციფიკისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის, ცოდნის და უნარების შემსწავლელი კურსი, რომელიც შედგება პროგრამული, თეორიული, პრაქტიკული და საგამოცდო კომპონენტებისგან).
*კანდიდატთა საყურადღებოდ დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატის მხრიდან უცხო ენის ცოდნის დაფიქსირების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპზე მოხდება ენის ცოდნის გადამოწმება;
- სპეციალური კურსის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 45 სამუშაო დღისა საგამოცდო პერიოდის ჩათვლით;
- სპეციალური კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს სპეციალური კურსის ფარგლებში გათვალისწინებული გამოცდის ქულათა მაქსიმუმის არანაკლებ 60%-ს;
- შერჩევის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები ჩაირიცხებიან სარეზერვო ბაზაში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმება შეიძლება განხორციელდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებისა და სამსახურის გავლის მომწესრიგებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
- კანდიდატთა შერჩევის პროცესი სრულდება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში;
- კანდიდატებს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შედეგებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ www.hr.gov.ge – ის მეშვეობით ბმულზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19.03.2017