„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). 112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. 112-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.

ფუნქცია-მოვალეობები:

ოპერატორის პოზიცია გულისხმობს „112“- ში შემოსული გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების მიღებას, დამუშავებასა და შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება

სრული საშუალო განათლება.

ცოდნა / უნარები / პიროვნული თვისებები:

ცოდნა:

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ცოდნა (საქართველოს ქალაქები, მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები);

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1073-ის ცოდნა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ).

უნარები:


პიროვნული თვისებები:


დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:

– სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 200 სიტყვისა), სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:

1. აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა

2. აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები და/ან პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ “112”-ის ოპერატორად მუშაობაში

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. ტესტირება;

3. გასაუბრება;

4. სპეციალური კურსი (ოპერატორის სამუშაო სპეციფიკისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის, ცოდნის და უნარების შემსწავლელი კურსი, რომელიც შედგება პროგრამული, თეორიული, პრაქტიკული და საგამოცდო კომპონენტებისგან).

სამუშაო ადგილი : თბილისი/რუსთავი

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

*კანდიდატთა საყურადღებოდ!

ოპერატორთა შერჩევა ხორციელდება სარეზერვო ბაზისთვის. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევიდან.

– კანდიდატთა შერჩევის პროცესი სრულდება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში;

– შერჩევის ბოლო ეტაპია – სპეციალური კურსი, რომელიც წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს სპეციალური კურსის ფარგლებში გათვალისწინებული გამოცდების ქულათა მაქსიმუმის არანაკლებ 60%-ს. სპეციალურ კურსს გაივლიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის წინა ეტაპებს (ტესტირება, გასაუბრება);

– სპეციალური კურსის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 45 სამუშაო დღისა საგამოცდო პერიოდის ჩათვლით;

– შერჩევის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები ჩაირიცხებიან სარეზერვო ბაზაში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმება შეიძლება განხორციელდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებისა და სამსახურის გავლის მომწესრიგებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

– დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე : (www.hr.gov.ge) რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ www.hr.gov.ge – ის მეშვეობით;

– კანდიდატებს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შედეგებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ:


დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ www.hr.gov.ge – ის მეშვეობით ბმულზე

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 05.01.2018