,,112’’ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). ,,112’’-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. ,,112’’-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების ანალიზი და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება;
- ,,112’’-ის სამუშაო პროგრამის, საინფორმაციო პორტალის, ტექნიკური და პროცედურული ნაწილის ანალიზი;
- ,,112’’-ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი და სტატისტიკური დამუშავება;
- განხორციელებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე სამუშაო ცვლების გადანაწილების, დატვირთვის შესაბამისად განრიგის შედგენისა და სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge, სადაც ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შერჩევის პირობებისა შესახებ.