,,112’’ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). ,,112’’-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. ,,112’’-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების ინიცირება, შედგენა და პროექტის ციკლის მართვა – დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება;
- პროექტში მონაწილე მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია, საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა;
- თითოეული დაკავშირებული მხარის მოლოდინების პროგნოზირება, მათი ინტერესების გათვალისწინება;
- ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი, პროექტის დოკუმენტაციის შედგენა/გაფორმება;
- პროექტისთვის საჭირო დროთი განსაზღვრული ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალურად განაწილება;
- “112”-ის საქმიანობის სტრატეგიისა და სხვადასხვა დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge, სადაც ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შერჩევის პირობებისა შესახებ.