,,112’’ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). ,,112’’-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. “112”-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ,,112’’-ის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა;
- გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი გამოცდილების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/ინიცირება;
- ,,112’’-ის მიზნების გათვალისწინებით, ადგილობრივ და ქვეყნის გარეთ არსებულ სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარება და თანამშრომლობა;,,112’’-ის სერვისების განვითარების მიზნით, საჭიროებათა განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების ან მენეჯმენტის მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; პროექტების წერისა და მართვის გამოცდილება.
დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge, სადაც ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შერჩევის პირობებისა შესახებ.