,,112’’ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). ,,112’’-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. ,,112’’-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ,,112’’-ის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მოქმედი სამართლებრივი აქტების პერიოდული განახლება;
- ,,112’’-ის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტის სამართლებრივი ექსპერტიზა;
- ხელშეკრულების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- “112”-ის სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი კონსულტირება და დახმარება;
- ,,112’’-ის წარმომადგენლობა სასამართლოში;
- ადმინისტრაციული წარმოებებისას ,,112’’-ის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- ,,112’’-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,112’’-ის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- ,,112’’-ის საქმიანობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე ,,112’’-ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა დაწესებულებებთან ურთიერთობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი)
სამუშაო გამოცდილება: იურიდიული მიმართულებით სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge, სადაც ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შერჩევის პირობებისა შესახებ.