„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი).
„112“-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. „112“-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
- სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმირება, გეგმის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ბაზრის კვლევის ჩატარება და სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
- გაფორმებული ხელშეკრულებების ანგარიშგების კონტროლი და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება, მათი ვადებისა და შესასყიდი ობიექტების რაოდენობების კონტროლი;
- ელექტრონული ტენდერის სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების (სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების) მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი)
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge, სადაც ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნებისა და შერჩევის პირობებისა შესახებ.