„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). „112“-ის მთავარი მიზანია დაიცვას, როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. „112“-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
სამუშაო პირობები:
დისლოკაციის ადგილი: ქ.თბილისი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
თანამდებობრივი სარგო: გამომუშავების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
- გამოძახებაზე დროულად გასვლა;
- ევაკუატორის საშუალებით ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე უსაფრთხოდ გადაყვანა;
- გამოძახებაზე საქმის შედგენა და დასრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა, მინიმუმ „B“ და „C“ კატეგორია (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლიც)
უნარები:
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირება;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი – რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 26/08/2018
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ვაკანსიის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.