სამუშაო ადგილი: თბილისი
თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (დარიცხული), შესაძლო გაზრდის პერსპექტივით
ადგილების რაოდენობა: 3 შტატგარეშე
ფუნქციები:
- საქართველოს მასშტაბით გარე ვიდეო მეთვალყურეობის კამერების მონტაჟი:
- სხვადასხვა ტიპის ვიდეო სისტემების მონტაჟი;
- სხვადასხვა ტიპის არსებული ვიდეო სისტემების ხარვეზების დადგენა და აღმოფხვრა.
მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ – 1 წელი (პროფილური)
განათლება: პრიორიტეტი მიენიჭება ინფორმაციული ტექნოლოგიების ბოლო კურსის სტუდენტებს /კურსდამთავრებულებს
უნარები:
- ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
- კომუნიკაციის უნარი;
- პროფესიონალიზმი;
- ხარისხზე ორიენტირება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, შსს სსიპ “112” გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მაისი, 2019 წ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@112.ge