“112” წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). “112”-ის მთავარი მიზანია დაიცვას, როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, “112”-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
სამუშაო პირობები:
- დისლოკაციის ადგილი: ქ.თბილისი
- გრაფიკი: ცვლაში მუშაობა (დღე/ღამის ცვლა)
- თანამდებობრივი სარგო: გამომუშავების მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გამოძახებაზე დროულად გასვლა;
- ევაკუატორის საშუალებით ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე უსაფრთხოდ გადაყვანა;
- გამოძახებაზე საქმის შედგენა და დასრულება;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია „B“, „C“, ,,D” და ,,E” კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლი)
უნარები:
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირება;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა.
შერჩევის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 25/07/2019