პოზიცია: წამყვანი სპეციალისტი /ბუღალტერი/ (სტაჟიორი)
დანაყოფი: სსიპ – „112“-ის საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური
სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00 (შეთანხმებით)
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 2
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
განცხადების წარდგენის ვადა: 29/09/2019
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
ენა – სახელმწიფო ენის ფლობა
განათლება – უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით)
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ადაპტაციის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დამატებითი მოთხოვნები:
კომპიუტერული პროგრამები (MS Office);
საბუღალტრო პროგრამა – INFO (სასურველია)
საკონკურსო თემატიკა:
„საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“;
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანება;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, ბუღალტრულ პროგრამაში, აღრიცხვის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- მოთხოვნის შესაბამისად, საგადასახადო პორტალზე (rs.ge) ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
- ინვენტარიზაციის პროცესში, დოკუმენტაციის დასკანერება/დაარქივებაში მონაწილეობის მიღება;
- შიდა გადაცემის საფუძველზე, ინვენტარის გადაადგილების პროგრამაში ასახვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე hr@112.ge, რასაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;
გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.
შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.