პოზიცია: წამყვანი სპეციალისტი /შესყიდვები/ – (სტაჟიორი)

დანაყოფი: სსიპ – „112“ – ის საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური

სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00 (შეთანხმებით)

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ვაკანსიის რაოდენობა: 1

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 2

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

განცხადების წარდგენის ვადა: 29/09/2019

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
ენა – სახელმწიფო ენის ფლობა
განათლება – უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით)

უნარ-ჩვევები:


დამატებითი მოთხოვნები:

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

საკონკურსო თემატიკა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანება;

ფუნქცია-მოვალეობები:

ა) ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ტენდერის გამოცხადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე hr@112.ge, რასაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;

გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა დადროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.