„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). „112“-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. „112“-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25.09.2019
თანამდებობრივი სარგო: 2250 (დარიცხული)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
„112’’-ის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მოქმედი სამართლებრივი აქტების პერიოდული განახლება;
„112“–ის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტის სამართლებრივი ექსპერტიზა;
საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
„112’’-ის წარმომადგენლობა სასამართლოში;
ადმინისტრაციული წარმოებისას ,,112’’-ის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
„112’’-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა დაწესებულებებთან ურთიერთობა;
„112“–ის დირექტორის სამართლებრივი კონსულტირება და დახმარება;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში „112“-ის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი).
არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით, აქედან არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში და 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე.
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word – ძალიან კარგად
Microsoft Office Excel – ძალიან კარგად
Microsoft Office PowerPoint – ძალიან კარგად
უნარ-ჩვევები:
- საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- მაღალი ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვადებზე და დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას (თანამშრომელი და ოჯახის წევრები);
- კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
კანდიდატთა საყურადღებოდ: დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ hr@112.ge – სათაურში მიუთითეთ მთავარი იურისტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ლისის ქ. N 1ა, შსს სსიპ „112“; საკონტაქტო ტელეფონი: (032) 2-41-96-92;